პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მეტი პატივისცემა მართებს ყველას, როდესაც საქართველოზე დაიწყებს საუბარს“...

“მეტი პატივისცემა მართებს ყველას, როდესაც საქართველოზე დაიწყებს საუბარს“ – რატი იონათამიშვილი

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენა უკრაინის მოსალეობის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, საქართველოში მყოფი უკრაინელების ევაკუაციაზეც იფიქრონ, რაზეც ისაუბრა ასევე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმაც. უკრაინის მხარის ასეთ პოზიციაზე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი:

,,რუსეთი რომ გააქტიურებდა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს – ეს, ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ ჩაჯდებოდა ბატონი კასიანოვიც, ეს ცოტა უცნაურია.

ასევე, მინდა, შევახსენო ყველას, რომ მაგალითად, უკრაინას ბელარუსიდან ელჩი არ ჰყავს გამოწვეული. ეს კიდევ უფრო გაუგებარია, რასაკვირველია.

ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ღირსებით სავსე ქვეყანა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ამაყობს თუნდაც იმით, რომ რუსეთი ჰყავს დამარცხებული, როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში და მეტი პატივისცემა მართებს, აღარ ვსაუბრობ დიპლომატიურ სტანდარტზე, ყველას, როდესაც საქართველოზე დაიწყებს საუბარს“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი...

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან"...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...