საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც საუბარია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე:
,,საქართველო იცავს ყველა იმ საერთაშორისო წესს, რომელიც უკრაინის ომის განმავლობაში არის დაწესებული. საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რასაკვირველია. პირიქით – ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ.
თუ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მიმართ იქნება გაჟღერებული დეზინფორმაცია ან უსამართლო ბრალდებები, ჩვენი უპირველესი მოვალეობა გახლავთ, რომ ამას ვუპასუხოთ.
სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა, რა თქმა უნდა, იზრდება. არა მხოლოდ ომის პერიოდში, წინა წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. იზრდება ექსპორტიც. ესეც სიმართლეა, თუმცა ტყუილია ის, რომ ამ ექსპორტში უდიდესი ან თუნდაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს რუსეთთან ვაჭრობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე