spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს მავნებელი ნეოქოცი საერთოდ რომ ბედავს ხმის ამოღებას,...

“ეს მავნებელი ნეოქოცი საერთოდ რომ ბედავს ხმის ამოღებას, ეგ ჩვენი სირცხვილია!” – ლაშა დიაროვი ნათია მეზვრიშვილზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა დიაროვი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის მიერ, გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება:

ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა დავწერო:

დღეს, 12 საათზე უამრავი განსხვავებული ადამიანი შევიკრიბეთ პირველ სკოლასთან და დავაანონსეთ 24 თებერვლის აქცია!

გავერთიანდით პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები, ცნობილი სახეები: აკია ბარბაქაძე, ლელა ჯეჯელავა, დათო ქაცარავა, გია ბუღაძე, კოტე ყუბანეიშვილი, ირაკლი ტაბლიაშვილი, პირველი პარლამენტის დეპუტატები და სხვა უამრავი საინტერესო პიროვნება. ერთი სიტყვით, 24 თებერვალს დიდი აქცია გვექნება და ეს განგრძობად პროტესტში გადაიზრდება.

ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, ქოცებისგან გუშინწინ წამოსულმა ნეოქოცმა ნათია მეზვრიშვილმა სამარცხვინო პოსტი მიუძღვნა და გიორგი ვაშაძე ქოცებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. გესმით მეგობრებო? ქოცი მინისტრის, გიორგი გახარიას მარჯვენა ხელმა ვაშაძე ქოცობაში დაადანაშაულა, ამაზე დიდი მარაზმი გინახავთ?

ნათია მეზვრიშვილმა და მისმა მინისტრმა გახარიამ უკვე აგეს პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინეს? არ მახსენდება.

20 ივნისს დათვის ტყვიები გვესროლეს ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს თვალები დასთხარეს და სასტიკად დაგვარბიეს, დღეს ეს ხალხი ქოცობაში გვადანაშაულებს და იცით ეს რისი ბრალია? ეს იმის ბრალია, რომ აი ამ ნაძირლებს თავის სახელს არ ვარქმევთ და საჯაროდ არ ვახსენებთ იმას, რაც ჩაიდინეს!

სწორედ გიორგი გახარია და მისი გუნდი არიან პასუხისმგებელნი 20 ივნისის დარბევაზე და ბავშვებისთვის თვალების დათხრაზე!

ეს მავნებელი ნეოქოცი საერთოდ რომ ბედავს ხმის ამოღებას, ეგ ჩვენი სირცხვილია!
ივანიშვილიც და მისი მინისტრი გახარიაც აუცილებლად მშობლიურ რუსეთში უნდა გავამგზავროთ რაც შეიძლება მალე!

24 თებერვალს ყველას გელით პარლამენტთან აქციაზე! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა დიაროვი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...