შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი...

“ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე” – ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია CNN-თან დაკავშირებით

ტელეკომპანია CNN-ზე ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუს დროს დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიცია-შეფასებებს ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საილუსტრაციოდ კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებსა და დიაგრამებს აქვეყნებს:

ორიოდე დღის წინ, სი-ენ-ენის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.

✅ სი-ენ-ენი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში:

🔹 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში – 27 პროცენტით, თურქეთში – 35 პროცენტით, აშშ-ში – 36 პროცენტით, ბულგარეთში – 67 პროცენტით, სომხეთში – 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში – 148 პროცენტით. რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს;

🔹 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია;

🔹 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გატანილი საქონლის 3/4-ზე მეტი ალკოჰოლურმა და არაალკოჰოლურმა სასმელებმა, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ და ფეროშენადნობებმა შეადგინა;

🔹 ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში – 24 პროცენტით, იტალიაში – 100 პროცენტით, საფრანგეთში – 84 პროცენტით, ნიდერლანდებში – 51 პროცენტით, ბელგიაში – 78 პროცენტით, უნგრეთში – 132 პროცენტით, საბერძნეთში – 142 პროცენტით, ესპანეთში – 51 პროცენტით, ავსტრიაში – 139 პროცენტით, სლოვაკეთში – 71 პროცენტით, ბულგარეთში – 116 პროცენტით, რუმინეთში – 55 პროცენტით, ჩეხეთში – 31 პროცენტით, სლოვენიაში – 346 პროცენტით, ხორვატიაში – 68 პროცენტით, კვიპროსში – 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში – 262 პროცენტით.

როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა.

❗️ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება“, წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული საილუსტრაციო დიაგრამები

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...