პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დავასრულოთ მასკარადი! ცირკი დიდი ხანია წავიდა, კლოუნები კი...

“დავასრულოთ მასკარადი! ცირკი დიდი ხანია წავიდა, კლოუნები კი დარჩნენ” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს სხვადასხვა საკითხთან, ფაქტთან, სიტუაციასთან მიმართებაში:

არადა თახსირ ეპოქაში ვცხოვრობთ, იქ სადაც ლიბერალიზმით და კვაზი ზნეობით შეფარული არარაობები სკოლაში ასწავლიან, რომ უფროსს ტრანსპორტში არ უნდა დაუთმო ადგილი, იმიტომ რომ შენ ბილეთი გაქვს ნაყიდი!

ასე რომ ეფიქრა იმ გმირ პოლიციელს, ხომ მსხვერპლიც მეტი იქნებოდა… იფიქრა რო? გმირობას დაუფიქრებლად სჩადიან!!!

გუშინ დალის ხეობის გმირის დედა ქეთევანის ორმოცი იყო. ზუსტად იცოდა, რომ ვერ გაუძლებდა ფიზიკურ ტკივილს, მაგრამ ძმა და შვილი არ გაწირა, მრავალი ქალი ციხეში თვითმკვლელობას გადაარჩინა და თავად მოწამეობრივად აღესრულა!

ეფიქრა? ამ დროს ფიქრი ეშმაკისეულია…

ასე “თვითმფრინავის ტრაგედიის” მშობელმაც მიმართა შევარდნაძეს, – ერთი შვილი მაინც გადამირჩინეო… – მოიფიქრე რომელიო!!! – რომელიო? ხალხოოოოო…

ახლა ერთი მაოხრებელი გზირი ფეშენებელური პალატიდან ფიქრობს როგორ უტიროს დედა საქართველოს, მეორე მავნე, ავყია დედაბერი კი ფიქრთ გასართველად პატრიოტიზმს თხის ქონივით იზელს დაჩამიჩებულ კისერზე… ამ დროს ორივე მხოლოდ საკუთარი უკანალის საბაზრო ფასს ზრდის…

მე ის ბიჭი მიყვარს, ცურვა რომ არ იცის და სხვის დასახმარებლად, დაუფიქრებლად მტკვარში ხტება. მე ის გოგო მიყვარს, რომელსაც უთხრეს, რომ მშობიარობა მოკლავს და საყვარელ თანამეცხედრეს ვაჟიანობის ბედნიერებას ჩუქნის. მე ის კაცი მიყვარს, ვისი სიტყვაც სიტყვაა… მე ის ქალი მიყვარს, დროშას რომ მტერს ხელში არ ჩაუგდებს… დანარჩენი თქვენ იფიქრეთ, როგორ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური; თან იმარხულოთ და თან იმრუშოთ…

დავასრულოთ მასკარადი!

ცირკი დიდი ხანია წავიდა, კლოუნები კი დარჩნენ.

დავასრულოთ, სანამ გისოსებში გამოკეტილმა სიმართლემ არ წაგვლეკა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...