შაბათი, მარტი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაჟღერდა მრავალი დიაგნოზი, რომელიც პრაქტიკულად არის სააკაშვილის გათავისუფლების...

“გაჟღერდა მრავალი დიაგნოზი, რომელიც პრაქტიკულად არის სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი” – მარიამ ჯიშკარიანი

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევდა. ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში საუბრობს სამედიცნო დასკვნებისა და დიაგნოზების შესახებ და აცხადებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არის მძიმე პატიენტი სხვადასხვა პროფილით:

,,ტოქსიკოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის ინფორმაცია, რაც სამედიცინო ბარათში წერია და ამის ანუ დღიურის მიხედვით, ტოქსიკოლოგი წერს, რომ მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები არ შეიმჩნევა.

მწვავე ინტოქსიკაციაზე არ საუბრობდა არც ჩვენი ამერიკელი ექსპერტი და არც ჩვენ დასკვნაშია საუბარი. საუბარია ქრონიკულ ინტოქსიკაციაზე. შესაბამისად, თვითონ ,,ვივამედის’’ მიერ მოწვეული ტოქსიკოლოგიც კი ვერ გამორიცხავს ქრონიკულ ინტოქსიკაციას.

ადვოკატების მეშვეობით გვინდა გამოვითხოვოთ ტოქსიკოლოგის სრული კონსულტაცია, თუკი ასეთი არსებობს. პენიტენციურ სამსახურს სხვა კიდევ რა კვლევები გააჩნია, ამის შესახებ, ალბათ, ადვოკატებისთვის ცნობილი გახდება და შემდგომში ჩვენთვისაც.

მიხეილ საააკაშვილი არის მძიმე პაციენტი სხვადასხვა პროფილით. ეს დასკვნაში არის ნათლად ასახული. ჩვენი ამერიკელი ექსპერტების მხრივ უკვე გაჟღერდა მრავალი დიაგნოზი, რომელიც პრაქტიკულად არის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ელჩი დანიგანის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს ელჩ რობინ...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...