spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით,...

“RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ” – ნიკა გვარამია

ლეგენდარული ხელოვანის, საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციური პოზიციით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია(წერილი გამოქვეყნდა ფეისბუქის მის პირად გვერდზე):

არავითარი ელიტურობა, არავითარი “მეფის ნავში ჯდომა”, არც ხუთოქტავიანი დიაპაზონი ან რამე მსგავსი – ის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო და მისი მთავარი ძალა უბრალო ხალხის სიყვარული იყო. სიკვდილის წინაც ამას გაუსვა ხაზი – “დამკრძალეთ დედისა და ცოლის გვერდით“.

და კრძალავენ კიდეც ვერის სასაფლაოზე, საოჯახო საძვალეში. მხოლოდ უზომოდ მასზე შეყვარებული ხალხი გააცილებს, უზომოდ ბევრი. არავითარი დაფა-ზურნა და დამკრძალავი კომისიები. გაასვენებენ და დაკრძალავენ, როგორც ნამდვილ სახალხო გმირს. კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა და პლასტიკა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება.

არ დაავიწყდებათ არც ის, ყველაზე კონფორმისტულ სფეროში მოღვაწემ, საკუთარი მაგალითით როგორ გვაჩვენა, რომ არტისტს მარტო ხალხის სიყვარულის ფუფუნება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სწორი და მართალი სამოქალაქო პოზიცია. რომ ეს პოზიცია ჩუმად კი არ უნდა ატაროს, არამედ საჯაროდ გამოხატოს და რომ ესაა სწორედ სამშობლოსა და ხალხის მსახურება.

RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...