სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე რაშიზმმა წაართვა!" -...

“მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე რაშიზმმა წაართვა!” – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ჯარებმა მორიგი მასირებული დაბომბვები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. ერთი ჭურვი ქალაქ დნეპროში მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები. ტრაგიკულ ფაქტს ემოციური მიმართვით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

ამ მიმართვას დავიწყებ მისალმების გარეშე. და მინდა მოისმინოს ზუსტად იმ ადამიანებმა, არა მარტო პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, მიაწოდონ თუ არა უკრაინას იარაღი, რაც დაგვეხმარებოდა ტერორისტული სახელმწიფოს წელს დამარცხებაში.

რუსეთმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. ტერორისტების სამიზნე იყო კიევი, ხარკოვი, ოდესა, კრივოი როგი, დნიპრო, ვინიცა, ლადიჟინი, ბურშტინი, ლვოვშჩინა, ხმელნიცკი და სხვა ქალაქები. ყველგან – სამოქალაქო ობიექტები!

ქალაქ დნიპროში, რუსული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ჩვეულებრივი პანელური ტიპის ცხრასართულიანი შენობა, როგორიც საკმაოდ ბევრია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ამ სახლის ყველა სართული – მეორედან მეცხრემდე, რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა.

ათობით ადამიანის გადარჩენა მოვახერხეთ – დაჭრილების, დაშავებულების, მათ ეხმარებიან. მათ შორის ბავშვები არიან, უმცროსი გოგონა სამი წლისაა. და ეს ჯერ-ჯერობით.

ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ, ჯერჯერობით უცნობია. სამწუხაროდ, დაღუპულთა სია ყოველ საათში იზრდება… ვუსამძიმრებ მათ ნათესავებსა და ახლობლებს.

მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე რაშიზმმა წაართვა!

დიდება ყველას, ვინც იცავს ხალხს!” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

P.S. გავრცელებული ინფორმაციით კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია 20 და 70-ზე მეტი მძიმედ დაშავებული მშვიდობიანი მაცხოვრებელი. შესაძლოა მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...