spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო...

“ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში“ – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი კომენტარს აკეთებს უკრაინის მხარის თხოვნაზე “ბუკ”-ს სისტემის სამხედრო იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკაზე. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო ვერ აღმოუჩენს ომში ჩართულ ერთ-ერთ მხარეს სამხედრო დახმარებას, რადგან არ სურთ, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს:

,,საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ აღმოვუჩენთ სამხედრო ტიპის დახმარებას ერთ-ერთ მხარეს სამხედრო დაპირისპირებისა. მით უმეტეს, რომ როგორც მე ვიცი, საუბარია ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ ეს უბრალოდ დეტალია, ალბათ.

მთავარი არის ძირითადი გენერალური ხაზი და პოზიცია ამ ხელისუფლებისა და ქვეყნის, რომელსაც ჰქვია საქართველო, რომ ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ომში. ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ. ეს შეიძლება ზოგიერთ მსმენელს, რომელიც შეიძლება ამ წუთში მისმენს, არ ახსოვდეს და მადლობა ღმერთს, რომ არ ახსოვს. იმიტომ, რომ შემდეგ გაჩნდა და იზრდება მას შემდეგ, რაც ომები საქართველოში დამთავრდა, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლებაში ვართ ომის თაობები.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს რამხელა უბედურებაა. ამიტომ ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ. ეს არის ჩვენი პასუხიმსგებლობა, ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ამიტომ ამ დანის პირზე, როგორც აქამდე დავდიოდით, იმედი მაქვს, რომ მომავალშიც წარმატებით გავივლით. უკრაინაში ომი მალე დასრულდება და ის დასრულდება უკრაინული სახელმწიფოს და ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...