ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას" მოუწევს გადაწყვეტილების მიღება მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად...

“ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაწყვეტილების მიღება მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” აპარატის უფროსი სერგო ჩიხლაძე ,,მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარში პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გაკეთებულ კონკრეტულ განმარტებასთან დაკავშირებით:

,,ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ურთიერთობა როგორც ევროპელ, ასევე, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, მეგობრებთან.

ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ და მკაფიოდ დადგება, კიდევ უფრო მწვავედ და მკაფიოდ დაუსვამენ ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილსა და ,,ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს.

გაზრდილი საგარეო წნეხისა და ულტიმატუმების პირობებში, იმიტომ, რომ ეს ულტიმატუმები იქნება მალე, ,,ქართულ ოცნებას” მოუწევს, ამა თუ იმ სახით გადაწყვეტილების მიღება მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციისთვის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილე, ვენდანტ პატელი კონკრეტულ განმარტებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

,,ჩვენ კვლავაც ღრმად ვართ შეშფოთებულები და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას. განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა ვანდეტ პატელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...