ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობდა არაადეკვატური...

“გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობდა არაადეკვატური სამედიცინო ინტერვენცია და საავადმყოფოდან იგი გაწერილ იქნა არასამედიცინო ჩვენებით” – მარიამ ჯიშკარიანი

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მათთან არ ყოფილა შეთანხმებული სააკაშვილის მკურნალობის კურსი:

,,გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობდა არაადეკვატური სამედიცინო ინტერვენცია და საავადმყოფოდან იგი გაწერილ იქნა არასამედიცინო ჩვენებით.

ინტერვენცია ვერ განხორციელდა ისე, როგორც ცენტრი ,,ემპათია” მოითხოვდა, ფსიქიატიული დანიშნულების ცვლილებას.

რაც შეეხება ნევროლოგიურ დანიშნულებას – ჩვენი რეკომენდაციები ჯიუტად არ შესრულდა. ასე მაგალითად, არ განხორციედა თავის ტვინის ,,ემერტე” კვლევა, კუჭნაწლავის ტრაქტის კვლევა, შესაბამისად, არანაირი შეთანხმება ცენტრ ,,ემპათიასთან” მკურნალობის კურსთან დაკავშირებით არ ყოფილა.

საერთოდ ცენტრი ,,ემპათია”, როგორც საექსპერტო დაწესებულება, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ვინაიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალს არ ჰქონდა ის რესურსი, რაც აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის.

ასე, რომ ასეთი განცხადება ხმამაღალი, რომ თურმე ცენტრ ,,ემპათიასთან” ყოფილა შეთანხმებული სააკაშვილის მკურნალობის კურსი, ეს შეესაბამება სიცრუეს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...