ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგართობა და დასვენება„საახალწლო სოფელი“ დღეს, 13 იანვარს დაიხურება - თბილისის...

„საახალწლო სოფელი“ დღეს, 13 იანვარს დაიხურება – თბილისის მერია

ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს, კონცერტით დაიხურება. იქამდე კი, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, 13:00 საათიდან ეწვიონ ტკბილეულის ბაზრობას და სანტას სახლს, დაესწრონ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს.

13:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმობა SVANSIKH-ს.

რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე, ქარავნის სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია.

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში ამოქმედდა. სამი კვირის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ყოველდღიურად მოესმინათ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებისთვის, ბენდებისა და ანსამბლებისთვის. სამი სცენიდან ერთ-ერთი ეთმობოდა საბავშვო სტუდიებს.

„საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობები და წარმოდგენები იმართებოდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება – განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...