პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგიორგი მარგველაშვილი: "სისხლიან 9 წელზე აპელირებდე და ამავე...

გიორგი მარგველაშვილი: “სისხლიან 9 წელზე აპელირებდე და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, გაურკვევლობას აღძრავს”

მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს ხელისუფლების მიერ “სისხლიან 9 წელზე” საუბრის პარალელურად ადეიშვილისა და კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლების დაწინაურება. ამ და სხვა თემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული კომისია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა თავის საქმიანობას.
კომისიის მიზანს წარმოადგენდა 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბილიტირებელი და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადვოკატთა კორპუსს გაწეული სამუშაოსათვის და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, როცა ადვოკატთა კორპუსი სამართლიანობის უზენაეს ღირებულებას ერთგულად ემსახურება. ამავე დროს, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ხელისუფლება სისტემურ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ლოიალურ მიდგომებში და ქვეყანაში პოლიტიკური დისონანსის შეტანაში დაადანაშაულა.

ის ადამიანები, ვინც ამას ახორციელებდნენ თვითონ თავიანთი ქმედებით, ხშირ შემთხვევაში არ დაისაჯენ და დაწინაურდნენ. 6 წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ბოროტებაა, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ “ნაციონალური მოძრაობის” ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად.

ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად, მუდმივად აპელირებდე სისხლიან 9 წელიწადზე, მუდმივად საუბრობდე იმ კოშმარებზე, რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში უბრალოდ გაურკვევლობას აღძრავს. ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. დღეს უკვე კომიკური ვითარებაა. რამდენიმე პლეადა შეიცვალა და ახლა უკვე ადეიშვილის, კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ საზოგადოებას და აშინებენ იმითი, რაც იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად ის არავის დევნის მომხრე არ არის და რომ საჭიროა ეს დისონანსი დასრულდეს.

ეს დისონანსი უნდა დაიძლიოს. მე არასდროს ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე, არცერთ ჩემს ინიციატივაში, არც განათლების მინისტრობის დროს, არც პარლამენტისათვის “გირგვლიანის შესწორებების“ შეთავაზებისას, რომელიც ამ ადამიანებს მომავალ კარიერას აუკრძალავდა, მაგრამ აი ასეთი პოლიტიკური დისონანსის შექმნა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან არ მესმის რას ვემსახურებით ამ მომენტში” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი...

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...