ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საზოგადოებაში თანდათან ამკვიდრებენ აზრს, რომ საქართველოს ევროპის (ზოგადად,...

“საზოგადოებაში თანდათან ამკვიდრებენ აზრს, რომ საქართველოს ევროპის (ზოგადად, დასავლეთის) მოკავშირეობა არ სჭირდება” – იაგო კაჭკაჭიშვილი

საქართველოს საგარეო ვექტორთან, პოლიტიკურ ორიანტაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:

მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი“ ეს იყო თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური (გნებავთ, კულტურული) დისკურსის სლოგანური გამოხატულება, რომელიც აქამდე არ გადასინჯულა.

დღეს ამ სლოგანს გაუჩნდა ალტერნატივები: „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“, ან „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მხოლოდ ქართველი“ და ა.შ.

ვინმე იტყვის, რომ ეს დემოკრატიის, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვაში ჯდება. რომ ჯდება, სწორედ ამაშია საქმე: საზოგადოებაში თანდათან ამკვიდრებენ აზრს, რომ საქართველოს ევროპის (ზოგადად, დასავლეთის) მოკავშირეობა არ სჭირდება. ამაზე მუშაობს დღეს ხელისუფლების პროპაგანდა, თავისი მედიითა და კონფორმისტი ექსპერტებით.

ზოგჯერ ეს ანტიევროპული პროპაგანდა შენიღბულია. მაგალითად, ამბობენ, რომ საქართველოს არა ასეთი, არამედ ნამდვილი ევროპა სჭირდება (თითქოს ეს „ნამდვილი“ ევროპა სადღაც არსებობს, როგორც დაჩაგრული და უნდა გამოიხსნას ვინმემ), ან იშველიებენ ილიას ფრაზას „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ (თითქოს ეს ფრაზა იზოლაციისკენ მოწოდებას ნიშნავს) და ა.შ.
საბოლოო ჯამში, მოწოდება „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“ უბრალოდ იზოლაციონიზმი კი არ არის (იზოლაციაში დღეს მეგა სახელმწიფოებიც კი არ/ვერ არსებობენ), არამედ, მაგალითად, ევრაზიულ კავშირში გამწესება, რაც რუსეთის კოლონიურ სივრცეში დაბრუნების ტოლფასია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...