შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სააკაშვილის პოზიცია გახლავს, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის...

“სააკაშვილის პოზიცია გახლავს, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და მონაწილეობას იღებდნენ კანონდარღვევებში” – შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის “მაგნიტსკის სიაზე”

უფლებამცველების, იურისტებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ,,მაგნიტსკის სიის“ ქართულ ვერსიაზე მსჯელობა/მუშაობა დაიწყო. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იწყებს კონსულტაციებს და სამუშაო ჯგუფს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მისი თქმით, სიაში მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინ მონაწილეობა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და დაარღვია ადამიანის უფლებები:

,,მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი. გავცნობოდი მასალებს, თუ რა მზადდება, რომელ პირებზე მზადდება? ჩემი მხრიდან, თუ რაიმე საჭირო იქნება მტკიცებულებები იმ საქმეზე, რომელსაც მე წარვმართავ და ვხელმძღვანელობ, მისი მტკიცებულებები გადავცე ამ ჯგუფს.

მისი პოზიცია გახლავს ის, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და მონაწილეობას იღებდნენ კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს.

[უკრაინული მხარეც] დაინტერესებულები არიან, რომ მიიღონ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია. მე დღეს შევხვდები და მივაწოდებ სრულ ინფორმაციას, რაც ხდება. თუმცა, ერთი მხრივ, ქალბატონი კონსული სისტემატიურად ესწრებოდა, თვალს ადევნებს, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ რაღაც კითხვები არის და ამაზეც გვექნება საუბარი“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...