შაბათი, მარტი 15, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს - ყველაფრის...

“კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს – ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, “პალაჟენიით” მუქარას” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ნიკა მელიასთან მიმართებაში ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, “ტაბულა მედიას” დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და მწვავე პოზიციას აფიქსირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შს მინისტრის, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ:

გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს – ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, “პალაჟენიით” მუქარას (“ფორმულას” თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან – ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც ერთერთ insecure წამყვანს დასცინა) მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…

ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს.

ასეთ ფურუნკულებს ანტიბიოტიკური მკურნალობა სჭირდება და პარალელურად – ახალი

ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება.

ამას ვაკეთებთ ჩვენ – ევროპული საქართველო.

ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოვებთ.

ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულისამრევია.

(ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში და მედიაში ნიკა მელიაზე ფარული აუდიო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული დამოკიდებულებაა დაფიქსირებული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...