spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის და კლანის მიერ მართული...

“ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის და კლანის მიერ მართული სასამართლოს მეშვეობით, კვლავ აგრძელებს “ომეგა ჯგუფის” საკუთრების უკანონო მიტაცებას” – ზაზა ოქუაშვილი

“ომეგა ჯგუფის” და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს მისი ბიზნესის მიმართ კონკრეტული პრობლემების შექმნის თაობაზე:

ზაზა ოქუაშვილი, “ომეგა ჯგუფის” და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ვაცხადებ, რომ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის და კლანის მიერ მართული სასამართლოს მეშვეობით, კვლავ აგრძელებს “ომეგა ჯგუფის” საკუთრების უკანონო მიტაცებას.

ომეგა ჯგუფი წარმოადგენს მთელი თავისი აქტივების – როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ამ აქტივების ჩამორთმევა და მათი განკარგვის მცდელობები უკანონოა.

გასული წლების და თვეების განმავლობაში, ომეგა ჯგუფის საკუთრების ხელყოფა განხორციელდა როგორც ხელისუფლების, ისე საქართველოს ბანკის მიერ კანონის უხეში დარღვევით, ხოლო ახალი წლის ღამეს, 00 საათსა და 20 წუთზე საქართველოს ბანკის მიერ მობილიზებულმა, პირბადეებით შენიღბულმა ათეულობით პირმა უკანონოდ და ძალისმიერად დაიპყრო ომეგა ჯგუფის ბიზნესის ტერიტორია, “ომეგა მოტორ სითის“ პრემიუმ შოუ-რუმები და სერვის ცენტრები, მთავარი არხის სტუდიები. აღნიშნულმა პირებმა გამოდევნეს დაცვა და რკინის გისოსების დამონტაჟების გზით მოახდინეს ტერიტორიის უკანონო შემოღობვა საპატრულო პოლიციის უმოქმედობის ფონზე, რომელმაც არ შეასრულა თავისი მოვალეობა – აღეკვეთა აშკარა სამართალდარღვევა.

ომეგა ჯგუფი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამხდელი, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი აქვს 1,5 მილიარდი ლარი გადასახადის სახით, ხოლო ინვესტიცია ომეგა ჯგუფში განხორციელებულია ასობით მილიონი ლარის ოდენობით. 2018 წელს, ხელისუფლების მიერ ფაბრიკის გაჩერებამდე ომეგა ჯგუფში დასაქმებული იყო 1700 თანამშრომელი, რომელთა ნაწილი დღეს ან უმუშევარია ან წასულია ემიგრაციაში.

როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოს ფარგლებს გარეთ ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი, როგორც ინვესტორის დარღვეული უფლებების აღსადგენად საქართველოს მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის და სხვა კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სამომავლოდ ასევე მიმართული იქნება საკუთრების უფლების უგულვებელყოფის თითოეულ გამოვლენასთან დაკავშირებით.

ვაფრთხილებ, საკუთრების უხეში ხელყოფის გზით წართმეული ომეგა ჯგუფის სხვადასხვა ქონების (მათ შორის, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე, “ომეგა მოტორ ჯგუფის” შოურუმები, რომლებიც განკუთვნილი იყო ბენტლის, ბეემვე-მინის და მაზერატის, ასევე “მთავარი არხის” სტუდიების ფუნქციონირებისთვის) პოტენციურ შემძენებს, რომ ისინი არ ჩაითვლებიან კეთილსინდისიერ მყიდველებად და ავტომატურად გახდებიან იმ უკანონო კონსპირაციის მონაწილე, რასაც ბოლო წლების მანძილზე ახორციელებს ივანიშვილი ჩემი, როგორც ომეგა ჯგუფისა და მთავარი არხის დამფუძნებლის წინააღმდეგ“, – აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...