შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე კოლექტიურად...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე კოლექტიურად კლავენ ჩემ შვილს უკვე წელიწადი და 3 თვეა, სამაგალითოდ დაისაჯონ. ამას მე გპირდებით!” – გიული ალასანია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე, ემოციური განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. მისი განცხადებით, ყველას თვალწინ მიმდინარეობს საერთაშორისო მკვლელობა:

,,მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ, მაგრამ იძულებული გავხდი, მაქვს საგანგაშო მდგომარეობა. მოხდა შემდეგი: დღეს ,,ვივამედის” კლინიკაში, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, მან დაკარგა გონება. ეს იყო მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა, გლდანის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა.

დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. იქ ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს – იატაკზე იყო დაგდებული, ჩაუტარდა სათანადო რაღაც ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს.

მე არ ვიცი, მე-3 შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამეორდეს და შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. აი, ეს გვაქვს რეალობა!

ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, არ იქნება სახელმწიფო; ეს ის კი არ არის, რომ წელში გადატყდება დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობა, ამ სიტყვების, აქ ნაკლებად ესმით ჩვენ ადამიანებს, განსაკუთრებით არ ესმის ეს ისტებლიშმენტს, რომელიც ახლა, დღეს კლავს ჩემ შვილს. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა.

საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ! მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე, უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენ პრობლემას.

გუშინ მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არა მარტო ქართველებმა, აქ იყვნენ უკრაინელები, პოლონელები, უამრავი სხვა ხალხი, მათ შორის, პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადაყვანას და შველას, რომ იქნებ კიდევ გვაქვს შანსი გადავარჩინოთ ადამიანი, მაგრამ არავითარი რეაქცია ჩვენი ქვეყნიდან არ არის.

ვისკენ გავიშვირო ხელი?! ვინ არის დამნაშავე? ისტებლიშმენტი მთლიანად! მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, მე არ ვარ მარტო, გვყავს ახლობლები, მხარდამჭერები – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე კოლექტიურად კლავენ ჩემ შვილს უკვე წელიწადი და 3 თვეა, სამაგალითოდ დაისაჯონ. ამას მე გპირდებით!”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...