შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მიუხედავად ქალბატონი ნინოს განცხადებისა, ჩვენ მაინც ვითხოვთ, რომ...

“მიუხედავად ქალბატონი ნინოს განცხადებისა, ჩვენ მაინც ვითხოვთ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება დაესწროს თავის სასამართლო პროცესს” – შალვა ხაჭაპურიძემ

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და აღნიშნავს, რომ ეს არის ისტორიული პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს:

,,მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავის სასამართლო პროცესში. ეს არის გარანტირებული საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, მიუხედავად ქალბატონი ნინოს ამ განცხადებისა, ჩვენ მაინც ვითხოვთ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება დაესწროს თავის სასამართლო პროცესს, სასამართლო დარბაზში უშუალოდ, ფიზიკურად მიიღოს მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილი თვითონ ითხოვს და ჩვენ, ადვოკატები ვეთანხმებით, რომ მან მიიღოს უშუალოდ მის პროცესში მონაწილეობა.

ეს არის ისტორიული პროცესი! ამას უყურებს მთელი მსოფლიო. ამიტომ გარკვეული ძალების მხრიდან შეიძლება იყოს მცდელობა, რომ ექიმებმა სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ იმედია, ექიმები დაიცავენ ჰიპოკრატეს ფიცს, რომლის ერთგულნიც ისინი უნდა იყვნენ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის: კლინიკა ,,ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ჟურნალისტებთან გამართულ სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რისი გათვალისწინებითაც არ გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, 9 იანვარს ჩანიშნულ პროცესს დაესწროს:

,,რეკომენდაციას არ გავცემთ. იმიტომ, რომ არც აქამდე გაგვიცია. სანამ კლინიკაში იმყოფება. ჩვენ ვართ მასზე პასუხისმგებელი. როგორც კი ის უარს ამბობს, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ამას ჰქვია უარი სამედიცინო მომსახურებაზე, იხურება ავადმყოფობის ისტორია.

ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, ხო ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები?! ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტი – ექსპრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ჩემნაირი, თქვენნაირი – ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით მასეთ პაციენტზე ვერ გავცემთ. ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია“, – განაცხადა ნინო ნაიდირაძემ.

P.S. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატი აცხადებენ, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის, რაიმე ფორმით, სასამართლო პროცესზე დასწრება სათუო ხდება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...