spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში...

“მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს” – მაიკლ მაკფოლი

ამერიკელმა დიპლომატი, რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ამერიკულ გავლენიან გამოცემაში, ,,The Washington Post”-ში ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით – ,,მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს“. მაკფოლი აღნიშნავს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მიღწევები იყო ისტორიული მნიშვნელობის:

,,სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელეს მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები პოსტსაბჭოთა სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, სააკაშვილმა უზრუნველყო მშვიდობიანი არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემა. სწორედ ამას აკეთებენ დემოკრატები.

დასავლეთის დემოკრატიული ლიდერები სააკაშვილს მიიჩნევდნენ, როგორც შთამაგონებელ დემოკრატსა და ეფექტურ რეფორმატორს. “ვარდების რევოლუციაში” წარმატებით გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი მომდევნო წელს განმეორდა უკრაინის “ნარინჯისფერ რევოლუციაში”.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მჭიდრო პირადი ურთიერთობა დაამყარა სააკაშვილთან, თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის სახელი ჰქვია. ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, ჯო ბაიდენი, ასევე, აღფრთოვანებული იყო ქართველი ლიდერით. (მათი ურთიერთობის მომსწრე გავხდი, როცა ბაიდენს ვახლდი საქართველოში 2009 წელს, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამდებობის პირი). პატივისცემა იყო გულწრფელი.

სააკაშვილი არ იყო სრულყოფილი, მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ მისი, როგორც ქართული დემოკრატიის მამის, მიღწევები ისტორიული მნიშვნელობის იყო“, – აღნიშნავს მაიკლ მაკფოლი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...