ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კონტექსტის” წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს განსხვავებული აზრის არსსა და საპასუხო რეაქციაზე:
“ხომ შეიძლება, მქონდეს ჩემი აზრი? განსხვავებული აზრი? – ამას რომ ამბობენ, იძულებული ვარ, დავეთანხმო! როგორ არ შეიძლება, გენაცვალე! შემოგევლე! შენი ჭირიმე! ოღონდ…
ოღონდ, არ შეიძლება გქონდეს აზრი, რომ დედამიწა სამკუთხედია!.. ან სტალინის სსრკ უფრო ძველია, ვიდრე რომის იმპერია!
როგორც კი იწყებთ მტკიცებას, რომ რუსეთი “მამენტ” მართალია! და მერე ზედ აყოლებთ, რომ ეს, თურმე, განსხვავებული ის აზრია, რომელიც შეიძლება რომ გქონდეთ! მე გპასუხობთ – კარაბლ, რუსსკი… ნა @@@ … ზუსტად ისე, როგორც ვპასუხობ პირებს, რომლებიც განსხვავებული აზრის ჩარჩოში “ამტკიცებენ”, რომ მართკუთხა სამკუთხედს ოთხი კუთხე აქვს!
ნა @@@ – ჩემი სურვილი ნაკლებადაა თქვენთვის შეურაცხყოფის მოყენება! არც თქვენი “ბულინგია” ჩემი არჩევანი!
იძულებულს მხდით, ეს ოხერი და, რა ვქნა? რა ვქნა? მსჯელობა უნდა დავიწყო რუსულ არგუმენტებზე?.. სადღაც დაგითმოთ და სადღაც არა?
ნა @@@ – მეთქი! როცა ამას ვამბობ, ნუ მპასუხობთ, რომ ჩემთან კამათი შეუძლებელია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ტაბლიაშვილი.