შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო...

“მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს” – შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო დღეებში, კიდევ უფრო დამძიმებულია. როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით უნდა მოითხოვონ, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს:

,,მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს. ამ საკითხებს გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებს ვეტყვი – რას ვფიქრობ. როგორ ვფიქრობ. დარჩენილი არიან მნიშვნელოვანი მოწმეები.

ძირითადი ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას – ამერიკელი ექსპერტები, მათ შორი, ერთი ნობელის პრემიის ლაურეანტი, მეორე ამერიკის კონგრესის თავმჯდომარის მიერ კონგრესის მედლით დაჯილდოებული, ამერიკის 3 პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული ნევროლოგი ბატონი ლახანი.

ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს.

ასევე, შევუთანხმებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მოვითხოვოთ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის, თუნდაც ღამის 12 საათამდე. დაიწყონ დილის 9 საათზე და დაამთავრონ ღამის 12 საათზე. ჩვენ მზად ვართ ამ რეჟიმში მუშაობისთვის“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...