spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს...

“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას” – ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადთება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ჟურნალისტებთან კომენტარში:

როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ ამ უმძიმეს რეალობას ძალიან საღად აფასებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე, ბუნებრივია, საუბარი არ შემიძლია.

იმედს ვიტოვებ, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, მის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, პრეტენზიები გვქონდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს. ახლა ეს არის მეასეხარისხოვანი, – ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე ჩამოყალიბებას.

ჩამოვყალიბდეთ არამხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური განვითარების ვექტორზე, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა ვიყოთ – კვლავ ვკლავდეთ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოშვება და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელარუსსა და პუტინის რუსეთთან ერთად, თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დღეს ეს დევს სასწორზე.

ყველასთვის მნიშვნელოვანია და ძვირფასია, რომ ჩვენი მომავალი თაობები განვითარებული სახელმწიფოების თაობების წარმომადგენლებთან ერთად გვერდიგვერდ იზრდებოდნენ და განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისგან არ ვიყოთ ჩამორჩენილი. აქედან გამომდინარე როგორ არ უნდა გქონდეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, გადადგმული ნაბიჯის იმედი?” – აცხადებს ნიკა მელია.

ტვ “პირველის” ჟურნალისტის შეკითხვას – შეხვდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნიკა მელიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა არც უარყო, რომ ჰქონდა შეხვედრა:

ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გითხრათ ის, რისი თქმაც ყოვეთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...