spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ აქვს "ქართული...

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ აქვს “ქართული ოცნების” “დამსახურებით” – პაატა მანჯგალაძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე:

უხერხულია ღარიბაშვილის და “ქართული ოცნების” მხრიდან კანდიდატის სტატუსზე საუბარი, როდესაც ნამდვილად ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ აქვს “ქართული ოცნების” “დამსახურებით”.

უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არ აქვს სტატუსი და არის პერსპექტივის მოლოდინში.

იცით, რომ ამისთვის 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს შესასრულებლად, რომელიც წელს “ქართულმა ოცნება” ჩააგდო. ვნახოთ რა იქნება მომავალ წელს, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს,” – აცადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციისთვის: ყოველწლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გააკეთა განმარტებები:

მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ჩვენი ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკილ ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...