სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან, სადაც გამარჯვებას დასჭირდება” – ანა წითლიძე

ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრმა ანა წითლიძემ და სოციალურ ქსელში მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა:

შიმშილობის პირველივე დღიდან – არანაირი მოლოდინი არ მქონდა რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.

შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ რაც გაავრცელეს – ბრაზი, ბოღმა და სიძულვილი ერთმანეთში ამერია.

პირველად ამ 10 წლის მანძილზე საკუთარი თავის შემეშინდა რადგან შურისძიებაზე ვიფიქრე.
მივხვდი რომ ძალიან ცოტა მაკლდა იმისთვის რომ ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების მორევში საკუთარი თავი არ დამეკარგა.

ამ დღეების განმავლობაში შევხვდი უამრავ ადამიანს ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან, სამოქალაქო სექტორიდან. მადლობას მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს.

მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ჩემს სანახავად მოსულ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მხოლოდ ერთადერთი რამე მქონდა სათქმელი: ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების წრეზე – გამარჯვებული არავინ გამოვა, სადღაც თუ არ გავჩერდით ეს სიძულვილი ერთნაირად დაგვანგრევს ყველას.

მე მქონდა შესაძლებლობა მენახა და მელაპარაკა საქართველოს პრეზიდენტთან და მადლობა მინდა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის.

ჩვენ ყველა ნაციც, ქოციც, შუაშისტიც სადღაც ერთ უფრსკულში სიძულვილში ვეჯიბრებით ერთმანეთს.

განტევების ვაცს ვეძებთ, ყველას ყველაფერს ვაბრალებთ და მთავარი გვავიწყდება – ერთიანობის, სიყვარულის, შეცდომების პატიების და ერთმანეთის გაფრთხილების გარეშე ყოფნა არის ის რაც მტერს აძლიერებს.

რაც არ უნდა ერჩიათ და შევეშინებინეთ ჩემი ანალიზებით ექიმებს და ჩემს მეგობრებს – ვიცოდი რომ სანამ საკუთარ თავში არ დავძლევდი ამ ყველაფერს და ოდნავ მაინც არ გადამივლიდა არაფრის ფასად არ შევწყვეტდი.

მე ერთადერთი რამის შემეშინდა მხოლოდ, ჩემი შიმშილობის ბოლო დღეებში რეალური საფრთხე დავინახე ჩემი მეგობრების მხრიდან, რომ შიმშილობის წრე შეიძლებოდა გაფართოებულიყო. მე არ მქონდა უფლება ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დამეყენებინა.

ამ ომში გადარჩენა თუ გვინდა,უნდა ვიცოდეთ რომ მიუხდავად პროფესიისა, შესაძლებლობისა ყოველდღიური Freedom Fighter – ხარ სადაც საკუთარი ღირებულებების გარდა, ყველაფრის ფასად უნდა იბრძოლო საბოლოო გამარჯვებისთვის.

მე ამ უკუნეთში, სადაც სინათლე არ ჩანს ვიცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ.

მიშა უნდა გადარჩეს და იცოცხლოს.

ბოდიში ყველას ვინც განერვიულეთ ჩემი სიჯიუტით.

მადლობა გულშემატკივრობისთვის.

უდიდესი მადლობა ექიმებს რომლებიც 24/7 ზრუნავდნენ ჩემზე.

მადლობა პარლამენტის აპარატს რომელიც სრული შემადგენლობით თავს მევლებოდა.

არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან, სადაც გამარჯვებას დასჭირდება.

ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო დავით კიტკიტაძეს და მადლობა ვუთხრა მას და თემურ ჯანაშიას – დათოს სასწრაფოდ გადაყვანის შემდეგ, თემომ მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობისა ჩემი დაჟინებული თხოვნა და დაპირება გაითვალისწინა, მადლობა ამისთვის❤️“, წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ანი წითლიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული