შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები2023 წლიდან სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს...

2023 წლიდან სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება – ჯანდაცვის სამინისტრო

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირველი იანვრიდან ცვლილება 1100-ზე მეტ, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ფასების რეგულირება 2 დონეზე მოხდება:

მაქსიმალურად გვინდა დავაზღვიოთ, საერთაშორისო ბრენდების და ორიგინალი მწარმოებლების ყოფნა ქვეყანაში. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება, ამიტომ 2 დონეზე განვსაზღვრავთ ფასს. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ჭერი“, – განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის თქმით, ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება. საცალო ქსელს, წამლის ღირებულების შესაბამისად, გარკვეული პროცენტული ფასნამატის გაკეთება შეეძლება.

ავიღებთ მაქსიმალურ, საბითუმო გასაყიდ ფასს და იქიდან გამომდინარე აფთიაქებს უკვე შეეძლებათ მარჟების განსაზღვრა. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ.

ჩვენ მომხმარებლის ინტერესთან ერთად გავითვალისწინეთ სექტორის ინტერესიც. სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ 2 დონიანი, მეთოდოლოგია, რომელიც ერთი მხრივ დააზღვევს დეფიციტს სხვადასხვა მოლეკულაზე ქვეყანაში და ასევე შეინარჩუნებს გონივრულ, კომერციულ ინტერესს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს 2026 წლისთვის მოსახლეობისთვის ქრონიკულ მედიკამენტების ხარჯის, მინიმუმ 92% დაფარვას გეგმავს.

სახელმწიფო დააფინანსებს, თავისი მოქალაქეებისთვის ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ფასწარმოქმნაც იყოს სამართლიანი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...