ორშაბათი, მარტი 17, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაუშვებელია დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების...

“დაუშვებელია დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს “ელჩების კონფერენცია 2022”-ის გახსნისას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როცა პრეზიდენტის განთავსების თუ სხვა საკითხებში გაუგებრობების გამო ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის დასწრება დღის წესრიგიდან მოიხსნა:

დღეს გაიხსნა ელჩების კონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალ, 2023 წელს უსურვებს.

საქართველოს პრეზიდენტისთვის ამბასადორიალი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობებში. აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.

ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ჩვენი გუნდის ლიდერია ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, მართალი კაცი, რომელიც ვერ აიძულეს საკუთარი ხალხის საწინააღმდეგო...

"ქართული ოცნების" რეგიონალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, დიტო (დიმიტრი) სამხარაძე...

“ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის”

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...