პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ხელმოწერების დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რასთან დაკავშირებითაც, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:
,,ადამიანები, რომლებიც ხელს აწერენ, 2 დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. ეს არის ყოფილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირები – ეს უდიდესი უმრავლესობა. ასევე, ,,ქართული ოცნების“ პერიოდში თანამდებობაზე მყოფი ადამიანები.
მე არ მგონია, რომ ასეთი ტიპის სიმრავლე, ანაცვლებდეს არგუმენტებით გამყარების საჭიროებას იმ მოთხოვნებისა, რომლებიც ამ დრომდე იყო წამოყენებული.
ვისაც რეალურად და მართლა აწუხებს არა პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა, არამედ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე ყველას მოვუწოდებ, დაინტერესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობით და აქედან გამომდინარე, მოითხოვონ, თუ ეს მოსათხოვია, მკურნალობის მიწოდება და არა უცხოეთში გაყვანა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე