spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტის გადასარჩენად...

“ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტის გადასარჩენად კულმინაციას აღწევს” – მოძრაობა “ხალხის ძალა”

საზოგადოებრივი მოძრაობის ,,ხალხის ძალა” ეხმაურება ტელეკომპანია CNN-ზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გადაცემის გასვლას და კონკრეტული პრეტენზიებით, მძიმე შეფასებებით გაჯერებულ განცხადებას ავრცელებენ:

,,მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციის ჩავარდნისთანავე, მისმა ავტორებმა ახალი სპეცოპერაცია – „ფრი მიშა“ წამოიწყეს. ამ სპეცოპერაციასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც პირველს ჰქონდა. სპეცოპერაციის ავტორები ფიქრობენ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც აგონიაში მყოფი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, მინელებული პოლარიზაციის ხელახლა გაღვივება, ქვეყანაში ვითარების არევა, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა შეუძლია.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სპეცოპერაცია “ფრი მიშას” ავტორები ჩრდილში რჩებოდნენ, რადგან პირველ სპეცოპერაციასთან მათი კავშირის გაშიფვრის ეშინოდათ. თუმცა, როდესაც ლოკალური რესურსით მიზანს ვერ მიაღწიეს, თავის გაშიფვრასაც არ მოერიდნენ და საქმეში უკვე სრულმასშტაბიანი კოორდინაცია ჩართეს.

გუშინ „ფრი მიშას“ სპეცოპერაციას 11-წუთიანი გადაცემა CNN-ზეც კი მიუძღვნეს. მთელი გადაცემა ფეიკებით ისე იყო გაჯერებული, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველსაც“ კი შეშურდებოდათ. გადაცემაში საწინააღმდეგო აზრის გახმოვანება აზრადაც არ მოსვლიათ, რაც ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა. არაჟნის კონტეინერით საქართველოში უკანონოდ შემოპარული ექსპრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შემწყალებელი და ვალერი გელაშვილის წამების შემკვეთი CNN-ზე, ნაცმოძრაობის ხელით წარმოებული ფეიკკამპანიის შესაბამისად, პუტინის პირად პატიმრად გაასაღეს, ხოლო საავადმყოფოში სრულ კომფორტში მყოფი პატიმარი წამებულად გამოიყვანეს. როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტელევიზია ნოდარ მელაძის დონემდე დადის, ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის გარშემო და რამდენად მნიშვნელოვანია საბოლოო მიზანი, რომელსაც სააკაშვილის განთავისუფლება ემსახურება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ ამერიკაში გაყალბდა დასკვნა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის შესახებ. მარტივი მანიპულაცია, რომელიც ახალი ფეიკკამპანიის აგორების მიზნით განხორციელდა, მათივე დოკუმენტებიდან მარტივად გაიშიფრა, რაზეც პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსმა საზოგადოებისთვის ვრცელი განმარტება გააკეთა.

გუშინ მაკკეინის ინსტიტუტმა შემოიტანა ახალი ფეიკი, რაც მანამდე არავის გაუბედავს. კერძოდ, ინსტიტუტმა სააკაშვილის პატიმრობის კანონიერებაშიც კი შეიტანა ეჭვი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა, მის მიერ გირგვლიანი მკვლელების შეწყალება და გელაშვილის წამების შეკვეთა იმდენად ცხადი დანაშაულებია, რომ აქამდე სააკაშვილის პატიმრობის უკანონობაზე ლაპარაკს არავინ კადრულობდა. თუმცა, როგორც ჩანს, „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის ავტორებისთვის პოლიტიკური მიზანი ყველანაირ უკადრებელ საშუალებას ამართლებს და მაკკეინის ინსტიტუტმაც ეს უკადრებელი სრულიად თავხედურად იკადრა.

ვხედავთ, რომ ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტის გადასარჩენად კულმინაციას აღწევს. უშუალო ამერიკულ რესურსებთან ერთად, მასში სრულად არიან ჩართული ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, რადიკალიზმის გაღვივება, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, აუცილებელია, ხელისუფლების ყველა შტომ ზეწოლას სათანადოდ უპასუხოს და სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების საშუალება არავის მისცეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...