spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაკახა კალაძე: "დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა...

კახა კალაძე: “დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია”

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე თოვლის ბაბუა დაიდებს ბინას და სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და ყველას ექნება შესაძლებლობა ნამდვილ დღესასწაულს დაესწროს.

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, გავერთოთ.

არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს. თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი ყველასთვის საყვარელი შემსრულებლებით. დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ სანახაობას.

რაც მთავარია, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, თოვლის ბაბუა მობრძანდება და ბინას დაიდებს „საახალწლო სოფელში“. დარწმუნებული ვარ, მას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში.

14 იანვრამდე, ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, გელით ყველას ორბელიანის მოედანზე.

დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები. აქვე მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები – სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე, ფოტოზონა სანტასთან ერთად და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის.

ტრადიციულად, „საახალწლო სოფელში“ მოქალაქეებს საშობაო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და მრავალფეროვანი კვების ობიექტები უმასპინძლებს. ყოველდღიურად, ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე განთავსებულ სადღესასწაულო სცენებზე მუსიკალური საღამოებიც გაიმართება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...