spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება არის უბადრუკი მცდელობა...

“პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება არის უბადრუკი მცდელობა დააშინოს და ზეგავლენა მოახდინოს დამოუკიდებელ ექსპერტებსა და თავისუფალ მედიაზე” – მარიამ ჯიშკარიანი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას მწვავე შეფასებებით, პრეტენზიებითა და კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი:

20/12/2022-ში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება არის უბადრუკი მცდელობა დააშინოს და ზეგავლენა მოახდინოს დამოუკიდებელ ექსპერტებსა და თავისუფალ მედიაზე.

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტურად აწარმოოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოითხოვოს პატიმრისადმი მტრულად განწყობილი, პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება გამოძიების დამთავრებამდე.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაბრუნდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჩარჩოში და თავი დაანებოს საზოგადოების დეზინფორმირებასა და ცენტრ “ემპათია”-ზე თავდასხმას. ამ უწყებას, როგორც პროცესის მონაწილე მხარეს, ვაცნობებთ, რომ ცენტრი “ემპათია” და მისი ექსპერტები არიან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის სუბიექტები და თავის განცხადებებსა თუ საექსპერტო დასკვნებს ვერ შეუთანხმებენ პროცესის მხარეს. ცენტრი “ემპათია” -ს ექსპერტთა ჯგუფი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის ვალდებულებების ჩარჩოში.

მოვუწოდებ, პენიტენციურ სამსახურს, კარგად შეისწავლოს პატიმრისა და პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, ქართული კანონმდებლობა და ციხეთა ჯანდაცვისა თუ საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტები.

აღნიშნული ქვეუწყების დაქვემდებარებაში ან კავშირში მყოფ სამედიცინო პერსონალს კი მოვუწოდებთ იმოქმედონ პროფესიული დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, განაცხადონ, ყველა არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ, თუკი ასეთს ისინი შეესწრნენ ან/და მათთვის ცნობილი გახდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მარიამ ჯიშკარიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...