შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილის მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით პენიტენციური...

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას აკეთებს

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განმარტებით განცხადებას ავრცელებს:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს:

2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში.

2022 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს აღნიშნა მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით, არასდროს არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს უწოდა „უადგილო“.

2022 წლის 21 ნოემბერს მსჯავრდებულის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ აღნიშნული „პოსტი“ დაწერილი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ, რადგან მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა. თუმცა, მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ ამ ადვოკატმა მალევე დაადასტურა განცხადების ავთენტურობა.

2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა. ამის შემდეგ 2022 წლის 24 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას.

2022 წლის 2 დეკემბერს ტვ „პირველის“ ეთერით გავრცელდა მცირე და არასრული ამონარიდი ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც, მათივე მოთხოვნით, არის კონფიდენციალური, რაც მიზნად ისახავდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული მ. სააკაშვილი იყო მოწამლული. მსგავსი ტიპის მიზანმიმართული, დესტრუქციული ქმედება ემსახურება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კონფიდენციალური დასკვნის შესახებ, რომლის გარკვეული ნაწილები, ასევე, ორკესტრირებულად გასაჯაროებული იყო ტვ „ფორმულას“ მიერ, უნდა იმსჯელოს სასამართლომ. სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია.

კატეგორიულად მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნით კონფიდენციალურად ცნობილი, დასკვნის ფრაგმენტული მონაკვეთების გამჟღავნებისგან, პატივი სცეს საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...