კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიარჩილ თალაკვაძე: გვსურს ამით გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის და...

არჩილ თალაკვაძე: გვსურს ამით გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა და სანამ მათი სკოლა და სახლები დანგრეულია, საქართველოში, ჩვენს შვილებთან ერთად გაატარონ წინასაახალწლო პერიოდი

საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, უკრაინის რადას დეპუტატს, უკრაინა-საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლიუდმილა მარჩენკოს და უკრაინელ ბავშვებს თბილისის აეროპორტში დახვდა:

ეს არის კიდევ ერთი პროექტი და სოლიდარობის ინიციატივა, როცა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვები ჩამოგვყავს საქართველოში. გვსურს ამით გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა და სანამ მათი სკოლა და სახლები დანგრეულია, საქართველოში, ჩვენს შვილებთან ერთად გაატარონ წინასაახალწლო პერიოდი. მათ ქალაქის დაბომბვის შემდეგ, ეს ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდნენ, მათი მშობლები კი ომში არიან და ქვეყანას იცავენ.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოლიდარობა გამოვხატოთ და თავი ვაგრძნობინოთ როგორც საკუთარ სახლში, რომ უსაფრთხო, მშვიდ და პოზიტიურ გარემოში გაატარონ ეს ორი კვირა საქართველოში.

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს პროექტის დაფინანსებისთვის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს საელჩოს უკრაინაში, პროექტის ორგანიზებაში დახმარებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბავშვები საქართველოში მწვრთნელებთან ერთად ჩამოვიდნენ. 10 დღის განმავლობაში საფეხბურთო სკოლა-აკადემიის „დინამოს“ ბაზაზე იცხოვრებენ. კულტურულ-შემეცნებითი და სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. შეხვედრა ექნებათ დედაქალაქის მერთან. ესტუმრებიან საქართველოს პარლამენტს და შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას თქმით, „პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო. შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ მათ გართობას, დასვენებას და სპორტულ აქტივობებს. შერჩეული გვაქვს შესაბამისი სპორტული სკოლა და ბაზა, სადაც ისინი იცხოვრებენ ამ 10 დღის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საინტერესოდ გაატარებენ დღეებს“.

უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიუდმილა მარჩენკომ კახა კალაძეს, არჩილ თალაკვაძეს და პროგრამის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინელ ბავშვებს სწავლის, გართობის და დასვენების ფართო პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

ჩვენ საქართველოში ჩამოვედით რეაბილიტაციისთვის მადლობა კაცა კალაძეს და არჩილ თალაკვაძეს, კოლეგას საქართველოს პარლამენტიდან ჩვენი მიღებისთვის. ბავშვებს კარგად გაწერილი გრაფიკი აქვთ, დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, დაათვალიერებენ მუზეუმებს, ისწავლიან, გაჯანსაღდებიან წლის ბოლომდე. ქართველმა ხალხმა დიდი და ლამაზი საჩუქარი გაუკეთა უკრაინელ ბავშვებს“,-განაცხადა ლიუდმილა მირჩენკომ.

უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ინფორმაციას პარლამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...