სამშაბათი, მაისი 13, 2025
14.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ცალსახად და მკაფიოდ - დღეს, მხოლოდ და მხოლოდ,...

“ცალსახად და მკაფიოდ – დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის ბრალეულობაა დადგენილი” – გიორგი ვაშაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორის ოფისმა რუსეთ-საქართველოს საქმეზე გამოძიება დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილებით ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო კონკრეტული დამნაშავე პირების მიმართ პროცესი გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხზე საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლებას კონკრეტული კითხვებით მიმართავს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე:

,,გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მიიღო რუსეთთან მიმართებაში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით, პრორუსული “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი კობახიძე, არაფერს ამბობს. რატომ? – იმიტომ, რომ 10 წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის მანძილზე, ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის საომარ მოქმედებებში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რა? – რა თქვა პროკურორმა:

– პირველი, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, იოტისოდენა მტკიცებულებაც კი არ არის საქართველოს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, ბრალიც კი არ იქნა წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებაში;

– მეორე, ის ფრაზები – ,,მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო“, ან ,,სამშვიდობოების დაბობმბვა დაიწყო ქართულმა მხარემ“ – ყველაფერი ეს გაქარწყლდა! ცალსახად და მკაფიოდ – დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის ბრალეულობაა დადგენილი!

შესაბამისად, რა უნდა ხდებოდეს ამის შემდგომ:

– პირველი, გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ჰააგის პროკურორის მიერ არის დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში?

მეორე – არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე? იმიტომ, რომ მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს, არა მხოლოდ იმ სიცოხლეების საფასურად, რომელიც შეეწირა რუსულს აგრესიას საქართველოში“, – განაცხად გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...