სამშაბათი, მაისი 13, 2025
14.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიმდინარეობს ადამიანის მკვლელობა! მოთავსებული არის აკვარიუმში, სადაც კლავენ"...

“მიმდინარეობს ადამიანის მკვლელობა! მოთავსებული არის აკვარიუმში, სადაც კლავენ” – გიული ალასანია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მძიმე ემოციურ შეფასებებთან ერთად ჟურნალისტებთან მწვავე განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, გიული ალასანია ასევე სიამაყით იხსნებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა:

,,ფაქტიურად, მიმდინარეობს ადამიანის მკვლელობა. მოთავსებული არის აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მისი ამოსუნთქვა, მოქმედება – როგორიც არ უნდა იყოს, არის კონტროლის ქვეშ.

ფაქტიურად, მიდის ამის ტრანსლაცია მთელ ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი, საერთოდ?! – ამას ცხოვრება ჰქვია?!

ეს რა არის?! – ეს არის სიკვდილით დასჯა. დასჯილი, სიკვდილმისჯილი ადამიანი.

რას ნიშნავს ეს გამოჭენება ადამიანის, ასე გაშიშვლება?! რა არის?! საერთოდ ნებისმიერი ადამიანის, მით უმეტეს – ეს ადამიანი იყო არა მარტო პრეზიდენტი, ის იყო მთავარსარდალი; ეს იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა მიიღო რუსეთის აგრესია თავის თავზე, რომელზედაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს! მაშინ არ ლაპარაკობდა არავინ, მაგრამ ამ ერთმა ადამიანმა ის მოახერხა, რომ ნახევარი დასავლეთი აქ ჩამოიყვანა, აქ დააყენა!

ისევე, როგორც ყოველთვის – არის ტემპერატურა, მერე საღამოსკენ 38 გარდუსისკენ იწევა, მერე შესაბამისად, არის წნევა და ყველაფერი დანარჩენი.

რაღაცა უაზრო მოქმედებების შემდეგ, მაშინ ის პროკურორები რომ შეუვარდნენ გაუფრთხილებლად ოთახში, ამ კადრების გამოქვეყნება – ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობისთვის არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...