spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტს შეუძლია გადადგას ნაბიჯი და შეწყალების აქტი გამოიტანოს"...

“პრეზიდენტს შეუძლია გადადგას ნაბიჯი და შეწყალების აქტი გამოიტანოს” – შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებაში, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ხაზგასმას ეხმაურება, მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე და სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს:

,,პრეზიდენტს შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას. იგი ამაში შეზღუდული არ არის. 2 გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, შესაბამისად, ამ განაჩენებზე შეუძლია შეწყალების აქტი გამოიტანოს.

მას წარდგენილი აქვს ყველანაირი დოკუმენტი. იცის, გააცნო ეს დოკუმენტები ქალბატონმა მარიამ ჯიშკარიანმა. თუ მას პოლიტიკური ნება გააჩნია, [შეწყალების] შემზღუდავი და შემაკავებელი რაიმე ფაქტორი არ არსებობს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე, სადაც აღნიშნა მე-3 პრეზიდენტის როლი. მისი განცხადებით, უნდა დაველოდოთ 22 დეკემბერს, სადაც გაჟღერდება სასამართლო გადაწყვეტილება:

,,ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის და მისი რეპუტაციისთვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სპეკულაციები დაასრულოს და 22 დეკემბერს, გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რომელიც მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...