შაბათი, მაისი 10, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება...

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა – ჰააგის სასამართლოს პროკურორ ქარიმ ასად ახმად ხანის განცხადება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ქარიმ ასად ახმად ხანმა, საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების ფაზის დასრულების შესახებ განაცხადა:

2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, 2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციაში არსებულ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. ყოველივე ეს მოჰყვა 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინასწარი ექსპერტიზის დასრულებას.

გამოძიების დაწყებიდან, ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთან. იგი ახორციელებდა თავის მუშაობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად, გადარჩენილებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და შესაბამისი ეროვნული ხელისუფლების ნაყოფიერი თანამშრომლობით და პარტნიორობით.

ამ გამოძიების შედეგად გამოიცა დაკავების ორდერი. 2022 წლის 30 ივნისს, I-მა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილის – ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევის, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვის და ბ-ნი დავით გეორგიევიჩ სანაკოევის მიმართ წარდგენილ იქნა ბრალდება და გამოიცა დაკავების ორდერი, რაც კონკრეტულად ეხება ჩადენილ უკანონო პატიმრობას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას და შემდგომში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის კონტექსტში. როგორც მე განვაცხადე ამ დაკავების ორდერის გამოცემის დროს, ეს დანაშაულები წარმოადგენს კრიმინალის უფრო ფართო გაგებას, რომელიც მოიცავდა ქართული სოფლებისა და სახლების ძარცვასა და ნგრევას, ცხინვალის რეგიონის თითქმის სრული ქართული მოსახლეობის  უკან დაბრუნების უფლების უარყოფას. ეჭვმიტანილები არიან ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლები ამ სავარაუდო დანაშაულებებზე.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის (რომელიც ამჟამად გარდაცვლილია) სავარაუდო მონაწილეობა, მიმდინარე მოვლენების დროს, ზოგიერთი დანაშაულის ჩადენაში.

დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განხილული საქმეების გარდა, სხვა პირების სავარაუდო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან საქართველოში არსებული ვითარების სხვა ქმედებებისთვის, ახალი მიმართულებით ჩემი ოფისი გამოძიებას აღარ გააგრძელებს, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა. საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას მე უკვე ვაცნობე.

თუმცა, ამავდროულად, ჩემი ოფისი გააგრძელებს ძალისხმევის კონცენტრირებას იმ პირთა წარმატებული დევნის უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაკავების ორდერს ექვემდებარებიან. ძალისხმევა გაგრძელდება, რათა თვალყური ადევნონ და დააკავონ ეჭვმიტანილები, რომლებიც რჩებიან თავისუფლებაში და განიხილონ არსებული საქმეები, რაც სასამართლო პროცესიდან უნდა გადაიტანოს საბოლოო გასაჩივრებამდე და, ნასამართლობის შემთხვევაში, რეპარაციის ეტაპებამდე“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...