კვირა, მაისი 11, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ეს კადრები... თან, შერჩეულები იმის საილუსტრაციოდ, რომ მიშა...

“ეს კადრები… თან, შერჩეულები იმის საილუსტრაციოდ, რომ მიშა კარგადაა, ადასტურებს საპირისპიროს, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ცუდადაა!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კონტექსტის” წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში, კონკრეტული განმარტებებით, ემოციურ პოსტს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” მკურნალობის პერიოდის ვიდეოკადრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით:

დავიწყოთ იმით, რომ პერსონალური ინფორმაციის გაცემა პაციენტისა და პატიმრის მდგომარეობის თაობაზე, უკვე არის გადაცდომაზე მეტი! მაგრამ, ოქეი… ვთქვათ ამ იდიოტმა პრ-შიკებმა ჩათვალეს, რომ ამით გადაფარავდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციას და სწორედ დღეს! არც გუშინ და არც ზეგ, არამედ, სწორედ დღეს გამოაგდეს ეს კადრები!

ბიჟო… ახლა ნახეთ რა გითხრათ!

რომ წარმოვიდგინოთ და ასეთი კადრები, თუნდაც წლების შემდეგ, გაუვრცელონ პირობითად ირაკლი კობახიძეს, ის… ის კადრები დაადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძე არის ცუდად და იმ დროს ვინც იქნება ხელისუფლებაში, ვთქვათ ფრიდონ ინჯია! იმასაც კი ვეტყვით, რომ ფრიდონ, კობახიძე სხვაგანაა გადასაყვანი!

ჰოდა, ეს კადრები… თან, შერჩეულები იმის საილუსტრაციოდ, რომ მიშა კარგადაა, ადასტურებს საპირისპიროს! რომ ფიზიკურად (კადრები, სადაც ჩანს, რომ დამხმარე მოწყობილობით გადაადგილდება) და ფსიქოლოგიურად (სადაც ჩანს, რომ ნერვები ეშლება და რაღაც ნივთებს ყრის) ცუდადაა!

აღარაფერს ვამბობ ლოგინიდან გადმოვარდნის კადრზე!

თქვენ თუ უფრო სათქვენო კადრები არ გქონდათ და, გამოდის, რომ უარესადაა!

ჰოდა, გაუშვით სამკურნალოდ თქვე ტრულაილებო! მეტი როგორღა გითხრათ? ან ვინ უნდა გითხრათ?

გოგა ხაინდრავამ უნდა გითხრათ? არ გეტყვით ეგ – შნურითაა მიბმული რუსულ კაგებესთან 1989 წლიდან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ტაბლიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...