ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენი პარტია და სიკვდილი არიან საუკეთესო მეგობრები" -...

“თქვენი პარტია და სიკვდილი არიან საუკეთესო მეგობრები” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციური/კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მიმართავს

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კრიტიკული/ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებთან დისკუსიაში შედის და შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან, “ნაციონალურ მოძრაობასა” და რუსეთთან მიმართებაში:

,,400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო. 400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო. ეს სირცხვილია!

რა დღითიდღე მძიმდება?! კარგით რა… 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე. ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ამ კაცის მიმართ. გაანებეთ ამ კაცს თავი. თქვენ საუბრობთ სიკვდილზე. ეს აჩვენებს ყველაფრის მიმართ თქვენ დამოკიდებულებას. თქვენი პარტია და სიკვდილი არიან საუკეთესო მეგობრები“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე აფიქსირებს თავის პოზიციას და განმარტებებს აკეთებს  კონკრეულ შეკითხვასთან დაკავშირებით – “არის თუ არა რუსეთი მტერი?“:

,,რაც შეეხება აგრესიული რიტორიკის წახალისებას, მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი, მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20%.

რა ჯობდა – ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20%, თუ პირიქით?! – ამიტომ მე თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით იმის წამქეზებლები, რისი მიზანიც არის მეორე ფრონტი საქართველოში.

თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ – ეს არის თქვენი მიზანი. ანუ თქვენ ხართ ომის პარტია, ომის პარტიის წარმომადგენელი ტელევიზია. ერთადერთი მიზანი გაქვთ, რომ რაღაცნაირად მეორე ფრონტამდე მოიყვანოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...