ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი...

“ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას” – ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მთლიანად გადავა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შეიქმნება ეფექტიანი სისტემა და პროგრამა:

ერთ-ერთი მთავარი საკითხი მინდა, რომ გამოვიტანო განსახილველად. დღეს თავდაცვის კოდექსს განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე, ბატონმა ჯუანშერმა წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტი. ეს არის ერთ-ერთი საოცნებო საკითხი ჩემთვის პირადად და ჩვენთვის ყველასთვის იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას, მათში პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას/გაძლიერებასა და დამატებითი მოტივაციის მიცემას.

რას გულისხმობს აღნიშნული კოდექსი ძალიან მოკლედ გეტყვით.

დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ უცხო ქვეყნების გამოცდილებაც, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკები დავამუშავეთ. აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება და, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში.

პირველი ხედვა, რაც მინდა მოკლედ გითხრათ, ეს არის შემდეგი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება ამის რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ, მანამდე გაფანტული იყო ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ. ამიტომ, ამის თაობაზე უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სამინისტროების ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი, გავაანალიზეთ ყველამ ერთად და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს, გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ დამატებით შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას აირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება 6-თვიანი პროგრამა. ეს არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, იქნება ინტენსიური საბრძოლო, სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება.

ამას გარდა, გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა.

ასევე, ჩვენ ერთად გვქონდა ამის თაობაზე საუბარი – გაწვევას, რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, განახორციელებს თავდაცვის უწყება. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სამინისტროს სჭირდება მოწესრიგება, სისტემის კარგად მომზადება. ასევე, გვინდა, რომ რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს, ჯერ ერთი, ინფორმაციის მიღება და, მეორე ის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს ჩაწერა და რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი 2025 წლის 1 იანვრიდან. ეს თემა გავლილი გვაქვს და შესაბამისი თანხები მობილიზებული იქნება.

მე ვფიქრობ, რომ ალბათ ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს. ეს იყო ეგრეთ წოდებული, აი, ეს მავნებლური, „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც, გეტყვით როგორ:

აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისი გვარის ხსენება ამ მთავრობის სხდომაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ, დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ ასევე საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ.

ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობასო. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის, რა შეიძლება იყოს?! ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებული“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ასე რომ ვიყოთ ერთად! გამარჯვება ძალიან ახლოსაა!” – პაატა ბურჭულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე "ტვ პირველთან"...

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

“ეს პატარა გველეშაპი ქვეყანა ასე მარტივად ყლაპავს თავისივე შვილებს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...