შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი...

“ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია:

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია ამას პატივი სცეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელიც იმდროინდელ მსოფლიო კონსტიტუციურ წესრიგში პროგრესულ პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენდა და მთავარ მიზნად ადამიანის უფლებების დაცვას განამტკიცებდა. სწორედ აღნიშნული ძირითადი კანონის სულისკვეთებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი დამოუკიდებელ მუხლად საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტში 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ აისახა.

ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულმა გუნდმა უპირველეს მიზნად კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა დაისახა.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აუცილებელია ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა.

ამ სულისკვეთებით, 2014 წელს მთავრობამ პირველად დაამტკიცა 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცდა სამი სამოქმედო გეგმა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობას. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია. სტრატეგია მიზნად ისახავს საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიან იმპლემენტაციას პრაქტიკაში და ფარავს ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მართლმსაჯულება და ინსტიტუციური დემოკრატია, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, მოწყვლადი ჯგუფებისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაცვა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, სადაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა გაორმაგებული ძალისხმევით არის საჭირო.

საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულების მიმართ სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას.

მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კიდევ უფრო მივუახლოვდებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაცხადებულ მიზანს – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტაქტივისტებო და სიტუაციურო “გმირებო”, ცოტა ტონს დაუწიეთ…” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, გარკვეული კატეგორიის პირებს კონკრეტული მინიშნებებით...

“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება,...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...