პარასკევი, აგვისტო 1, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა.

მოგესალმებით მეგობრებო! მივესალმები უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ულამაზეს გოგო-ბიჭებს, რომელთა სიხარულით სავსე თვალები არის გარანტი იმისა, რომ მომავალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების, კიდევ უფრო მეტი სიხარულითა და სიცოცხლით სავსე წელი.

დღეიდან ჩვენს ქალაქშიც დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები და რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია.

ლადო ასათიანის ცნობილი ლექსის არ იყოს, დიახ, „ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს… არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს“, მაშინაც კი როდესაც ვიბრძვით. არასდროს ვტოვებთ იმედს უკეთესი მომავალის, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.

სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა – ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ ეს – ყველასთვის სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ 2023 წელს.

მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის.

კიდევ ერთხელ, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას, ყველას აბსოლუტურად. პირველ რიგში მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა თქვენს ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე 15-ზე მეტი მუსიკალური ნომრით წარდგნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები.

23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩას და 9 აპრილის ბაღს მოიცავს. აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 13 იანვრამდე გასტანს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...