spot_img
მთავარიირონია"სააკაშვილი ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს...

“სააკაშვილი ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს მიერ დაკისრებულ არაადეკვატურ და მსუბუქ სასჯელს, მაქინაციებით დააღწიოს თავი” – ნანა კაკაბაძე

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ირონიანარევი მწვავე შეფასებებით მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ფორმა #100-ის “ალტერნატიულ ვარიანტს” აქვეყნებს:

მიხეილ სააკაშვილი დაავადებულია „ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში სხვადასხვა მწვავე ფორმით ვლინდება და ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს.

მას აღენიშნება სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობისადმი მიდრეკილებები. – ავადმყოფმა სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაამხო და მმართველობას ჩამოაცილა საკუთარი პოლიტიკური მშობელი, გამზრდელი და მამასავით მზრუნველი შევარდნაძე. პაციენტს ახასიათებს ღალატი, სიცრუის ტირაჟირება და ორპირობა.

ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით მან დათმო და რუსეთზე გაასხვისა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% (ცხინვალი, აფხაზეთი). მანვე რუსეთს მიჰყიდა ოცდაათზე მეტი სტრატეგიული ობიექტი. მას ჰქონდა ტერიტორიების გასხვისების მეორე მცდელობა (დავით გარეჯის), რომელიც სისრულეში ვერ მოიყვანა ხელისუფლების დაკარგვის გამო.
საომარ სიტუაციაში აღენიშნება არაადექვატური შიშები და სიმხდალე, თვითმფრინავის დანახვისას, სამარცხვინოდ ფორთხავს მიწაზე.

მასვე ახასიათებს მართლმადიდებლობის დევნა, რომელსაც ანხორციელებს ხელისბიჭებისა თუ ეკლესიაში ჩაბუდებული აგენტურის მეშვეობით.

სასამართლო სისტემის განადგურება და დამორჩილება, თავისუფალი მედიის დარბევა, მფლობელთათვის ჩამორთმევა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის უჯრედად ქცევა, ბიზნესის რეკეტი, საზოგადოების გაკულაკების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, სახემწიფო ბიუჯეტის ხარჯვა პირადი კეთილდღეობისათვის, სახელმწიფო ქონების დატაცება და მისი გადანაწილება ოჯახის წევრებზე და გარემოცვაზე, ელიტარული კორუფციის დამკვიდრება, პენიტენციურ სისტემაში მმართველობის ისეთი რეჟიმის შექმნა, როგორიცაა წამება, ღირსების შემლახველი არაადამიანური მოპყრობა, ქუჩებში უდანაშაულო ახალგაზრდების ჩახოცვა, ქვეყანაში მასობრივი შიშის დანერგვის მიზნით. უმოკლეს ვადებში, კონსტიტუციისა და კანონების საკუთარ ტანზე მორგება. არჩევნების გაყალბების მრავალმხრივი ნოვაციების დამკვიდრება.

ძალაუფლებისაკენ ლტოლვა მას აკარგვინებს წონასწორობას.

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებაში მოხვედრის მიზნით უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და ხდება იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის, მის ავადმყოფურ მიდრეკილებას თუნდაც დროებით უკმაყოფილებს.

მისი ექსკლუზივია უპასპორტოდ და უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნებში ფრენა, ასევე საზღვრების უკანონოდ გადაკვეთა ან შეჭრა (უკრაინაში). ასევე საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში უკანონოდ შემოპარვა კონტეინერით, განუბაჟებლად რძის პროდუქტის სახით.

დღეის მდგომარეობით, სააკაშვილი ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს მიერ დაკისრებულ არაადეკვატურ და მსუბუქ სასჯელს, მაქინაციებით დააღწიოს თავი და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...