სახალხო დამცველი აპირებს, რომ სასამარლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საკმაოდ დამძიმებულია:
,,პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც სულ მცირე ასეთ სიტუაციაში ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან გადავადებას მსჯავრდებულის.
,,ვივამედის“ კლინიკური ხელმძღვანელიც და მკურნალი ექიმიც, პირველ რიგში, არიან ექიმები. შესაბამისად, თუ ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვლიდნენ, რომ პაციენტი შიმშილობდა, ამის შესახებ უნდა ყოფილიყო აქამდე ჩანაწერები.
ექიმების მიზანი არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის შექმნა ან ფორმირება და მხოლოდ კამერების საშუალებით კომუნიკაცია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე