ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და...

“სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და ამ ამბების რომანტიზება როგორ მოახდინონ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 5 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით და კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს უკრაინაში ქართველების მებრძოლების წასვლასთან დაკავშირებით:

,,სიმართლის გულისთვის ბოდიშს არ იხდიან, როგორც წესი. თქვენ გინდათ, რომ ეს სიმართლე გაყიდოთ სხვანაირად.

დიახ, ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და ამ ამბების რომანტიზება როგორ მოახდინონ.

ხომ ვიცით ყველამ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ, რომ წაიყვანონ… მე ვიცი ეს და მე გეუბნებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის: გუშინ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება – “ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის“, რასაც  ქართველი მებრძოლების მხრიდან საპასუხო კრიტიკული და ემოციური გზავნილები მოჰყვა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...