ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ...

“მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა” – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. წულუკიანს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის რეალობასთან შეგუება ურიგო არ იქნებოდა:

,,მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაქვს სრული ნდობა ჩვენი პენიტენციური სამსახურის, იქ მომუშავე პროფესიონალი – სამედიცინო თუ სხვა კადრების, ვისაც უსაფრთხოების საკითხები აბარია. შესაბამისად, აქ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს.

მას შეიძლება მხოლოდ, თუკი სიცოცხლის ინტერესში ვმოქმედებთ, ვუსურვოთ, რომ დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რომ რაღაცანაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო.

მე ვფიქრობ, რომ მის “დაავადებას”, ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა.

ეს არ არის არავისთვის გასახარელი, ვინაიდან ყველა პატიმარს ჩვენ ყოველთვის ვუსურვებთ კარგად და ჯანმრთელად ყოფნას იმ საკანში, რომელშიც ის იმყოფება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...