ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებტან კომენტარს აკეთებს სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. მისი განცცხადებით, აუცილებელია, რომ მოხდეს ყველა მხარის პოზიციის შეჯერება და ერთი კანდიდატის გარშემო შეთანხმება:
,,მთავარია, რომ ყველამ ყველაფერი გავიგოთ ერთმანეთის პოზიციების შესახებ – ვინ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი დარჩენილ კანდიდატთაგან, ვიზედაც გავაქვს საუბარი, რომ მივიდეთ, ასე ვთქვათ, ისეთ კონსესუსამდე, რომელიც საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ ერთ-ერთი კანდიდატი იქნას შერჩეული. შესაბამისად, არჩეული სახალხო დამცველის თანამდებობაზე.
მაქსიმალურად ინტენსიურად წარიმართება ეს პროცესები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე მომავალ სასესიო კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიყოთ შეჯერებული და ავირჩიოთ სახალხო დამცველი“, – განაცხად მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე