ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯერი თქვენზეა ქალბატონო სალომე! შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი,...

“ჯერი თქვენზეა ქალბატონო სალომე! შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან ევროპის პოლიტიკურ გაერთიანება “ALDE”-ს მიერ მომზადებულ კრიტიკულ დოკუმენტთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე, კონკრეტული გზავნილებით მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:

,,პირველ რიგში – მინდა, სამძიმარი გამოვხატო. ჩვენ ხუთი ქართველი გმირი ერთ დღეში დავკარგეთ – მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, მთლიანად საქართველოს, მაგრამ ცალსახად ვთქვა, რომ სწორედ ამ ადამიანების გმირულ ქმედებაზე აშენდება ის თანამედროვე, თავისუფალი, დამოუკიდებელი ევროპული ოჯახის საქართველო, რომელსაც ჩვენ სრულიად სხვა პერსპექტივას მივცემთ. დარწმუნებული ვარ, ამ მაგალითზე ბევრი თაობა გაიზრდება საქართველოში.

მინდა, აქედან მივესალმო და მადლობა ვუთხრა გმირებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ასე ღირსეულად დგანან უკრაინის ფრონტზე და იბრძვიან საქართველოს იდეისთვის, იბრძვიან თავისუფლებისთვის და ჩვენი პერსპექტივისათვის.

ჩვენ ორი დღის მანძილზე გახლდით ბრატისლავში, სადაც ევროპული მმართველი კოალიციის, ‘’ალდეს’’ პოლიტიკური ოჯახის სამიტს ვესწრებოდით, ლიდერთა შეკრებას, სადაც მიღებულ იქნა რეზოლუცია.

მინდა, პირველ რიგში, ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს: მეგობრებო, არა თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ რომ რეალურად პროევროპული ხელისუფლება გვყავდეს, 3-4 წელიწადში აბსოლუტურად რეალურია, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს ევროკავშირის, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა. სწორედ ამისათვის კონკრეტული მიმართვა და გზავნილები არის ‘’ალდეს’’ რეზოლუციაში.

პირველი, – სრული მხარდაჭერა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ 12-დან 12-ვე რეკომენდაცია სრულფასოვნად უნდა შესრულდეს; მეორე, პირველად – პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რა უშლის ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას. – ეს არის ,,ქართული ოცნების” და კონკრეტულად მისი ლიდერის, ირაკლი კობახიძის, რუსული დეზინფორმაციული კამპანიისთვის დამახასიათებელი გზავნილების გავრცელება; პირდაპირი შეურაცხმყოფელი თავდასხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, ევროპარლამენტარებზე, ევროპულ ინსტიტუციებზე და ასევე, ომში ჩათრევასთან დაკავშირებით რუსული ,,ფეესბეს” გზავნილების სისტემური გამეორება, რომელიც ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

მეორე, – პირდაპირი მოწოდება არის, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ივანიშვილის გავლენის შემცირებას სასამართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე.

მესამე, – ,,ალდე” დაიწყებს მუშაობას, იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც სისტემურად ,,ქართული ოცნების” საფარქვეშ არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში, მათ შეეზღუდოთ ევროკავშირში გადაადგილება. ასეთი არის რადიკალური დაჯგუფების ხელმძღვანელი ბატონი მორგოშია და მეორე მიმართულება, ეს არის მოსამართლეებზე – პირდაპირი გზავნილი არის ფაქტობრივად ყველა კლანის დავალების შემსრულებელ და კლანის წევრ მოსამართლეებზე, რომ თუ თქვენ ასე გააგრძელებთ, თქვენთვის დაიხურება ევროკავშირის კარები!

პირველ რიგში, ამის განხილვა მოხდება ნიკა გვარამიას სასამართლოს მოსამართლეზე, ბატონ ჩხიკვაძეზე, რომელმაც მიიღო პირდაპირ უკანონო გადაწყვეტილება.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ყველა შანსი მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები არის გადასადგმელი ამისთვის – რაც მთავარია უნდა შეწყდეს თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე. ამისკენ არის მოწოდება და პირდაპირი მიმართვა პრეზიდენტზე, როგორც პირველი ნაბიჯი – ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.

ამიტომ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასების დრო აღარ არის, არის დრო იმის, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან, შეწყალების მექანიზმი – ასე უყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც იმისთვის, რომ განიმუხტოს ეს მძიმე ვითარება და მართლა წავიდეთ ევროკავშირისკენ. ასე რომ – ჯერი თქვენზეა ქალბატონო სალომე! შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...