კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"დღეს უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას...

“დღეს უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ბევრ საზოგადოებრივი ინტერესის საქმეში ჭარბობს პოლიტიკური მდგენელი:

,,ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის სისხლის სამართლის საქმე, რომლის ბრალი და განაჩენი ჩვენ არ შეგვესწავლა. ყველა ამ მნიშვნელოვან საქმეზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, წარვადგინეთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებები.

რაც ყველაზე სამწუხაროა, – არაერთ ასეთ საზოგადოებრივი ინტერესის საქმეში გამოვავლინეთ პოლიტიკური მდგენელი. ასევე ვთვლით, რომ ბევრ საქმეში არ იყო გამოძიების სტანდარტები დადგენილი.

დღეს ყველაზე პრობლემური საქმეები შემიძლია გავიხსენო: ეს არის ნიკა გვარამიას პატიმრობა, 5 ივლისის გამოუძიებელი/არასრულყოფილად გამოძიებული საქმე, რაზეც უახლოეს დღეებში დეტალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენ შეფასებებს; 20 ივნისის საქმის არაეფექტური გამოძიება; კარტოფრების საქმე, სადაც ჩვენ პირველად ვთქვით, რომ პოლიტიკური მდგენელი ჭარბობს სამართლებრივს.

ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი და საეჭვო დევნა, თავისუფლად უნდა შეძლოს მედიამ მუშაობა.

ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი ჩვენ შევისწავლეთ. ასევე, დავაანონსებ, რომ ალბათ უახლოეს დღეებში გვექნება ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით.

აქვე წინასწარ გეტყვით, რომ არსებითად ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვნახეთ, რომ რაიმე უფრო მეტად დასაბუთებულია. უფრო მეტიც შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე.

შეწყალებაზე, სამწუხაროდ, თქვენ იცით ჩემი პოზიცია – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს მე პირადად მივმართე შეწყალების თხოვნით კონკრეტული პატიმრის. იმიტომ, რომ ჩვენი საქმის შესწავლის შედეგად ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება და ბრალი, რაც კი თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გვინახავს. ამიტომ ჩემი ეს რეკომენდაცია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ძალაში რჩება“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...