შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში...

“აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრი ,,ემპათიასა“ და ჩართული ექსპერტების საბოლოო ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აცხადებს, რომ ადგილი აქვს პიარ კამპანიას, რომლის მიზანია გააჩინონ რაღაცა თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ:

,,ორგანიზაცია ,,ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული ,,ნაც. მოძრაობასთან“, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე სანდოობა არის, რა თქმა უნდა, ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია.

კონკრეტულად უნდა მიუთითონ რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას, რაც არ აქვს სხვა პატიმარს, მაგრამ ამას ვერ ამბობენ. ამის მაგივრად არის რაღაცა მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კომპანიები. რაც არის პრინციპულად მიუღებელი. ქვეყნას ვერ ავარევინებთ ვერავის.

ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ რაღაცა თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში, უზრუნველყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისათვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. მათ აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას. რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ხალხის ინტერესებში.

რა თქმა უნდა, ვერანაირი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას, ისინი ვერ დაარწმუნებენ იმაში, რომ პირველი – ეს ადამიანი არ არის დამნაშავე და მეორე – მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი.

ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს კანონის შესაბამისად“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...